|
||
2025 წლის მაისი კაპიტალისტური წესრიგი ერებს შორის ომისთვის ემზადება პროლეტარიატი კლასებს შორის ომისთვის უნდა ემზადებოდეს! მხოლოდ მუშათა კლასის მხრიდან საკუთარი მთავრობის დამარცხების რევოლუციურ მხარდაჭერას შეუძლია, რომ იმპერიალისტური ომი შეაჩეროს ძირს ნაციონალიზმი, გაუმარჯოს მშრომელთა ინტერნაციონალიზმს! |
ომის ბნელი ღრუბლები იყრის თავს მსოფლიოს გარშემო, ზოგან კი ომის ქარიშხლი უკვე დიდი ხანია მძვინვარებს. მსოფლიოში, სადაც კაპიტალის კანონებია გაბატონებული, სხვადასხვა მასშტაბისა და ინტენსივობის 56 კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლებშიც 90 ქვეყანა მონაწილეობს: უკრაინიდან პალესტინამდე, კონგოდან იემენამდე, მიანმარიდან სუდანამდე.
საქონლის ჭარბწარმოების გამო მსოფლიოს ეკონომიკა სტაგნაციაშია, მისი ჩვეული დინამიკის აღდგენის ყველა მცდელობა კი ამ ანტიისტორიული წარმოების წესის შეურიგებელ წინააღმდეგობებს აწყდება.
ბოლო ათწლეულებისთვის სახასიათო თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმა და პროტექციონიზმისა და ეკონომიკურ ნაციონალიზმის დაბრუნება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კაპიტალის რეჟიმი თავს იწურავს. ერთი მხრივ, პროტექციონიზმი კიდევ უფრო გააძლიერებს პროლეტარიატის ექსპლუატაციას, ხოლო მეორე მხრივ, გაამწვავებს ბაზრების განაწილებისთვის ბრძოლას.
იმპერიალისტებს შორის სავაჭრო ომი ღია ომს მოასწავებს, როგორც ეს გასულ საუკუნეში ორივე მსოფლიო ომის შემთხვევაში მოხდა. მათ შორის პირველი მსოფლიო ომი მთელს ევროპაში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ შეაჩერა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი კაპიტალის საომარი აპარატის დანტრევა.
აშშ, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური და სამხედრო ძალა, კრიზისზე პროტექციონიზმით რეაგირებს და იმუქრება, რომ თავისი გლობალური კონკურენტის, ჩინეთის შესაჩერებლად საკუთარ ძლიერ სამხედრო აპარატს გაააქტიურებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მეორე ყველაზე ძლიერი კაპიტალისტური სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც სტალინისტური საბჭოთა კავშირის მსგავსად სოციალისტის წოდება მიითვისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში სულ უფრო და უფრო გართულებულად განაგრძობს ინდუსტრიულ და სამხედრო ზრდას, სავაჭრო და დიპლომატიურ დონეზე მომგებიანი პოზიციების დასაკავებლად ფრთხილად მოქმედებს, ამასთან, სამხედრო დონეზე წინააღმდეგობისთვის ფარულად ემზადება.
ევროპის იმპერიალისტები ინდუსტრიული წარმოების ვარდნის გადასალახად რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ შეიარაღებას იწყებენ, მაგრამ მათი შეიარაღება უპირველეს ყოვლისა პროლეტარიატის წინააღმდეგ იქნება მიმართული, პროლეტარიატის, რომელსაც დღეს მსხვერპლშეწირვისკენ მოუწოდებენ, ხვალ კი ფრონტზე გაიწვევენ მათი მეპატრონეების ინტერესების დასაცავად.
ერთიანი ევროპა, რომელიც კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელია, პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსგავსად მესამე იმპერიალისტური მსოფლიო ომითაც განადგურდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ეროვნული სახელმწიფოები ან ამერიკელი, ან ჩინელი იმპერიალისტების მხარეს დადგებიან.
მსოფლიოში შეიარაღებისთვის რბოლა დიდ რესურსებს მოითხოვს, რომელსაც საავადმყოფოებს, სკოლებს, ხელფასებსა და პენსიებს წაართმევენ. სამხრეთ კორეაში ბურჟუაზია 64-საათიანი სამუშაო კვირის შემოღებაზე მუშაობს, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენასაც განიხილავს; პოლონეთი აპირებს, რომ სამხედრო წვრთნებში მოსახლეობაში ყველა მამაკაცი ჩართოს.
მუშათა კლასი ვერ შეძლებს თავისი საცხოვრებო პირობებისთვისა და შრომითი უფლებებისთვის შეუდრეკელ და უკომპრომისო ბრძოლას, თუ გამოწვევის წინაშე არ დააყენებს ეროვნულ ეკონომიკას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კაპიტალიზმი. ეს ბრძოლა უნდა გაიმართოს არა მარტო თითოეულ ქვეყანაში, არამედ პროფკავშირებშიც, რომლებიც დღეს უმეტესწილად ეროვნული ბურჟუაზიის ინტერესებს ემორჩილებიან. მუშები უნდა ებრძოლონ პროფკავშირების ღიად ბურჟუაზიული ან ოპორტუნისტული ხელმძღვანელობას, რომლებიც ისტორიულად მუშების დარბევებში მონაწილეობდნენ, რომლებიც საკუთარ სამშობლოსა და ბურჟუაზიას იცავდნენ და ამ ტრადიციას გააგრძელებენ, როდესაც ხვალინდელი მესამე იმპერიალისტური ომის მასობრივი საფლავები პროლეტარიატის ცხედრებით გაივსება.
ამის მაგალითები უკვე გამოიკვეთა; აშშ-ში United Auto Workers პროფკავშირის პრეზიდენტი მიესალმა პროტექციონისტულ ტარიფებს, რომლებიც საქონელზე ფასებს ზრდის და მუშათა კლასის გამარჯვებად გამოაცხადა. იტალიაში შრომის საერთო იტალიური კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ევროპის შეიარაღების მხარდამჭერი დემონსტრაცია გამოაცხადა, რაც რეალურად პროლეტარიატის ჟლეტვის მხარდაჭერაა.
ჭეშმარიტი ბრძოლა შრომითი ანაზღაურების მნიშვნელოვნად გაზრდისთვის, უკეთესი და უფრო უსაფრთხო შრომითი პირობებისთვის, სამუშაო საათების შემცირებისთვის ასევე ხდება ბრძოლა შეიარაღების წინააღმდეგ, რაც არის ეკონომიკისა და საზოგადოების მილიტარიზაციის წინააღმდეგ გაწეული ერთადერთი ჭეშმარიტი წინააღმდეგობა - ეს პროლეტარიატს კომუნიზმისთვის რევოლუციური ბრძოლისთვის ეფექტურად ამზადებს მარქსისტული ავთენტური ტრადიციით, რომელსაც კლასობრივი საერთაშორისო პარტია მისი გათავისუფლების ინსტრუმენტად წარმოადგენს.
უპიროვნებო ისტორიული ძალა და კაპიტალისტურ ურჩხულში უკვე მომწიფებული წარმოების ახალი ფორმის, კომუნიზმის აუცილებლობა, კვლავ წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ალტერნატივას: ან ბურჟუაზიული ომი ამ წარმოების სისტემის შესანარჩუნებლად, ან საერთაშორისო კომუნისტური რევოლუცია.
დღესაც, ისევე, როგორც გუშინ, ომი ომს!
მუშათა კლასის მტერი საკუთარივე ქვეყანაშია!
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!